რელიგიური ტურიზმი თანამედროვე ტურისტული ინდუსტრიის შემადგენელი ნაწილია. ეკლესიები, მეჩეთები, სასულიერო ცენტრები და საკულტო მუზეუმები წარმოადგენენ რელიგიური ტურიზმის ისეთ ობიექტებს, რომლებიც მზარდი მოთხოვნით სარგებლობენ. საკულტო ძეგლები და რელიგიის ისტორია ის მოტივაციებია, რის გამოც ხდება შესაბამისი ქვეყნებისა და რეგიონების მონახულება, განსაკუთრებით კი სპეციალური მოგზაურობები მომლოცველებისთვის.
რელიგიურ ტურიზმს აქვს სამი ფორმა: 1. მომლოცველობა (piligrim) 2. ტურები რელიგიური თემატიკით და 3. სპეციალური ტურები, რომლებიც აერთიანებს რელიგიური თემატიკით დაინტერესებულ ტურისტებს და მომლოცველებს.
საქართველოში მომლოცველობა საუკუნეებს ითვლის. საკუთრივ ქართული კულტურა, როგორც კაცობრიობის კულტურის ინდივიდი ძირითადად ქრისტიანული რწმენისა და ტრადიციების ნაყოფია. დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში 12000-ზე მეტი ეკლესია მონასტერია, სადაც კულტურული ტურიზმის 80 პროცენტი მათ მონახულებასთან არის დაკავშირებული. ასევე არის სიწმინდეები. საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი და სამოციქულო ქვეყანაა. საჭიროა ტურისტულმა კომპანიებმა წინ წამოწიონ და შესთავაზონ ტურისტებს ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით, უდიდესი როლი უნდა ითამაშოს, როგორც სახელმწიფომ ასევე საპატრიარქომაც. მართლმადიდებლობის გარდა უცხოეთიდან ჩამოდიან სხვა კონფესიის წარმომადგენლებიც და ისინიც მოსალოცად.
რაც შეეხება პრობლემებს: სამწუხაროდ ხშირია ეკლესიის მუშაკებსა და ტურისტებს შორის კონფლიქტური სიტუაცია. უამრავი პრობლემა იჩენს თავს ადგილობრივი მოსახლეობის წესჩვეულებების, ცხოვრების ნორმებისა და უცხოთა ქცევის შეუთანხმებლობის პირობებში. მასპინძელმა ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს, თუნდაც კვების საკითხი, საჭიროა მეტი რეკლამა ამ მიმართულებით. ყურადღება უნდა მიექცეს ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხშირია პრობლემა გიდების განათლებისა ამ კუთხით.
უნდა გვახსოვდეს, რომ რელიგიური ტურიზმი ქვეყნის ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. საჭიროა ეკლესიისა და სახელმწიფოს გაერთიანება, შედეგები კი უფრო პოზიტიური და მყისიერი იქნება. რელიგიური ტურიზმის განვითარებისათვის დაგეგმილი ღონისძიებების პრაქტიკული რეალიზაცია აამაღლებს საქართველოს საერთაშორისო ისტორიულ-კულტურულ სტატუს და მოიზიდავს მეტ ინვესტიციებს და გაცილებით მეტ რელიგიური ტურიზმით დაინტერესებულ მოგზაურებს.