ნაშრომში განხილულია ხურმა ჰაჩიას ახალი პერპექტიული ფორმა „ჩაისუბნის“ მიწისზედა ნაწილების ზრდაგანვითარება და ნაყოფების წარმოქმნა. კვლევის ძირითად მიზანია ხურმის ახალი პერსპექტიული ფორმის „ჩაისუბნის“ ზრდაგანვითარების, ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებების შესწავლა, აგროეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით. კვლევის მეცნიერული სიახლეა ისიც, რომ ჩვენს მიერ პირველად არის შესწავლილი სუბტროპიკული ხურმა ჰაჩიას ახალი მსხვილნაყოფა ფორმის „ჩაისუბნი“ ზრდაგანვითარების თავისებურებანი. ფენოლოგიური დაკვირვებების დროს ისწავლებოდა: კვირტების დაბერვა, გახსნა, პირველი ზრდის დასაწყისი, ბუტონიზაციის დასაწყისი, ყვავილობის დასაწყისი, მასიური ყვავილობა, ყვავილობის დასასრული, ყვავილობის ხანგრძლივობა, ნაყოფების გამონასკვა, ზრდა პირველი ზრდის დასაწყისი, მეორე ზრდის დასაწყისი, მეორე ზრდის დასასრული, ნაყოფის მომწიფების დასაწყისი, ნაყოფის მომწიფების დასასრული და სხვა.