საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025 - ის მიზანია მსოფლიო დონის ტურისტული პროდუქტის ფორმირება. საქართველო თავისი ფასეულობებით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა მსოფლიოში. სამეგრელოს რეგიონი კი თავისი მდებარეობით, ტურისტულ რეკრეაციული რესურსებით, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით, სოფლის მეურნეობითა და სტუმარმასპინძლო-ბის ტრადიციებით წარმოადგენს საფუძველს უნიკალური (გამორჩეული) ტურისტული პროდუქტების ფორმირებისთვის.
ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა: სამეგრელოს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. პანდემიის პერიოდში ტურიზმის მდგომარეობა. ბუნებრივრეკრეაციული რესურსები, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობა.
აქედან გამომდინარე იქნა დაგეგმილი უნიკალური ტურები, რომელიც ხელს შეუწყობს სამეგრელოს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.