სამხრეთ კავკასია თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო უმნიშვნელოვანეს რეგიონს წარმოადგენს, რაც კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტების არსებობას განაპირობებს. ჩვენი მიზანია კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში რეგიონში არსებული ხელსაყ-რელი ფაქტორების დანახვა და კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიება.
ტურიზმი, როგორც მშვიდობის ელჩი, ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა ადამიანებს შორის ჰარმონიისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში. კონფლიქტური ბარიერების დასაძლე-ვად ტურიზმი, ხომ ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა, რაც დაადასტურა ასოციაცია „მშვიდობი-ანი და საქმიანი კავკასია“–ს და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერ-სიტეტის ინიციატივით მოწყობილმა, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ორგანიზაციის INTERNATIONAL ALERT- ის მხარდაჭერილმა, სამხრეთ კავკასიის ინფორმაციულმა ტურმა. მისი შთამბეჭდავი შედგები შეჯამებული იქნა ქ. ბათუმში, 2008 წლის მარტში.
კავკასიაში ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს არსებული სიტუაციის შეცვლას და ხალ-ხთა შორის ნდობის მოპოვებას. აღსანიშნავია 2012 წლის 25 ნოემბერს აფხაზეთის ადმინისტრაცი-ულ საზღვართან სოფელ ხურჩაში და 2014 წლის 6 სექტემბერს ქართულ-ოსურ გამყოფ ზოლთან (საჩხერის და ჯავის რაიონებს შორის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ პერევში ჩა-ტარებული ნაციონალური სამზარეულოს მასშტაბური ფესტივალები. ფესტივალებზე წარმოდგენი-ლი იქნა საქართველოს ყველა კუთხის ტრადიციული კერძები და ასევე ქვეყანაში საუკუნეების გან-მავლობაში ერთად მცხოვრები ხალხების ეროვნებებს და ეთნიკური ჯგუფების ტრადიციული ნა-ციონალური მრავალფეროვანი სამზარეულო მათ შორის აფხაზური და ოსური კერძები.
ფესტივალებმა ქართულ-ოსური, ქართულ–აფხაზური დაახლოების ხალხთა შორისი მეგობ-რობის კულტურათა დიალოგის და ნდობის ამაღლების ახალი შესაძლებლობები გამოავლინა. საქართველოს ისტორიის უახლოეს წარსულში მოხდა უპრეცენდენტო ფაქტი. ორი ეთნიკური აფხაზი წყვილი ჩამოვიდა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, იმერეთში იმ მოტივით, რომ ქართულ-აფხაზური ტრადიციის თანხვედრის, მეგობრობის, კეთილგანწყობის ფონზე ჯვარი დაეწერათ ბაგრატის ტაძარში. უძველესი ისტორიის მქონე ქალაქი ქუთაისი იქცა მათი სიყვარუ-ლის გამოხატვის სიმბოლოდ.
ღონისძიებამ გადაინაცვლა ისეთ გარემოში, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა ქართულ–აფხაზური წეს–ჩვეულებებისა და კულტურული ღონისძიებების მრავალფეროვნება. სიმბოლურად იყო შერჩე-ული დარბაზი კოლხაც, სადაც უგემრიელესი ქართულ–აფხაზური კერძების ნაირსახეობის დაგე-მოვნების გარდა, მოწვეულ სტუმრებს, ჩვენს აფხაზ მეგობრებს ჰქონდათ საშუალება ერთი ლამაზი, თბილი საღამო გაეტარებინათ ქართული და აფხაზური სიმღერისა და ცეკვის თანხვედრაში.
კულტურული ღონისძიების ორგანიზება მოაწყო ასოციაცია „ მშვიდობიანი და საქმიანი კავკა-სია“-მ სტუდენტურ ტურისტულ კომპანია „ოლ ინ ჯორჯიას“–თან ერთად. აღსანიშნავია, რომ წყვი-ლის მეჯვარე იყო ამ კომპანიის ოფისის მენეჯერი ლანა კვეტენაძე
ჩატარებული ღონისძიებების მთავარი მიზანია სამხრეთ კავკასიის ხალხთა შორის ნდობის მშენებლობა, კონფლიქტის მშვიდობიანად ტრანსფორმაცია, მათი დაახლოება და „მტრის ხატის“ მოშლა. ასეთი და მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მშვიდობის დამყარებას კავკასიის რეგიონში.