ნაშრომში განხილულია საქართველოში თხილის წარმოების განვითარება და პერსპექ-ტივები რეგიონების მიხედვით. აგრეთვე მოცემულია რეკომენდაციები ამ კულტურის სამრეწვე-ლო წარმოებისათვის. კერძოდ, თხილის წარმოების გაზრდის მნიშვნელოვან რეზერვს წარმო-ადგენს ამ კულტურის ერთ შტამბიანი ფორმების დანერგვა, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯო-ბესდება ნაყოფის მომცემი ხის განათებულობა და სხვა პარამეტრები, რითაც შესაძლებელია საჰექტარო მოსავლიანობის გადიდება 2 ტონამდე და მეტადაც.