ნაშრომში განხილულია აჭარის შავიზღვისპირა ტერიტორიაზე გავრცელებული ბუტია პალმის (Butia capitata და Butia eriospatha) მცენარეები და მათი ნაყოფების შესწავლა მაღალი კვებითი ღირებულების კვების პროდუქტების წარმოების მიზნით. კვლევის მეცნიერული სიახლეა, რომ ჩვენს მიერ პირველად იქნა შესწავლილი შავიზღვისპირა ტერიტორიაზე გავრცელებული ბუტია პალმის მცენარის ბოტანიკური მახასიათებლები, ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან მიმართებაში და ნაყოფების ტექნიკური მახასიათებლები. კვლევის დროს ხდებოდა დაკვირვება მცენარის ვეგეტაციაზე, ყვავილობაზე და ნაყოფების მწიფობის პერიოდზე. შესწავლილი იქნა მწიფე ნაყოფების ტექნიკური თავისებურებენი, ნაყოფის ცალკეული შემადგენელი ნაწილების წონითი და რაოდენობრივი მახასიათებლები. განხილულია კლიმატის ცვლილების გავლენა მცენარეზე და ნაყოფის ტექნიკურ მახასიათებლებზე.