ჩატარებული კვლევები გამიზნული იყო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებში დაფნის კულტურის გავრცელების ხელშეწყობისთვის.
კვლევა ჩატარდა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო პროექტის - „ლაბორატორიული ანალიზები დაფნის კულტურის სექტორისთვის“ ფარგლებში, რომელიც განახორციელა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (ქ. ქუთაისი, საქართველო).
პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს მასშტაბით დაფნის კულტურის სექტორისათვის ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას. გამოვიკვლიეთ აღნიშნულ ნიადაგების ფიზიკომექანიკური თვისებები და ქიმიური შედგენილობა.
ნაშრომში მოცემულია ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები. გამოკვლეული ნიადაგების ფიზიკოქიმიური თვისებები და დასკვნები, რომლის საფუძველზეც საკვლევ რეგიონში დაფნის კულტურის გაშენება საკმაოდ პერსპექტიულია.
კეთილშობილი დაფნა მთელ მსოფლიოში მიღებულია, როგორც მნიშვნელოვანი სამედიცინო და კულინარიული მცენარე. კვების მრეწველობაში დაფნა არსებობს როგორც ნედლი, ისე გამომშრალი ფორმით, მაშინ, როდესაც ფარმაცევტიკასა და კოსმეტიკის წარმოებაში მისი გამოყენება შეიძლება მრავალი ფორმით. ესენია: ზეთი, ფოთლის ან თესლის ცივად გამოყვანილი ზეთი, ფოთლის ექსტრაქტი და ა.შ.