ნეშომპალაკარბონატული ნიადაგების გენეზისი ორგანულად უკავშირდება კარბონატებით მდიდარ ქანებს. ეს ნიადაგები იმერეთში გვხვდება: წყალტუბოს, ხონის, საჩხერის, ბაღდათის, ზესტაფონის, ვანის, ჭიათურის, სამტრედიის, თერჯოლასა და ხარაგაულის გორაკბორცვიან ზოლში. ამ ნიადაგების წარმოქმნისა და განვითარების პროცესი მიმდინარეობს კარბონატებით მდიდარ ქანებზე როგორიცაა: კირქვები, კირქვიანი კონგლომერატები, მერგელები და მათი გამოფიტვის პროდუქტები: კარბონატული ქვიშაქვები. მასივების სახით ეს ნიადაგები გვხვდება აჭარასა და იმერეთის ზოლში წარმოდგენილი აჭარაიმერეთის ქედისა და ,,იმერეთის პლატოს’’ ჩრდილო ნაწილში მდინარე ყვირილის ხეობის ორივე ნაპირზე. ნიადაგების ფიზიკო-ქიმიური ანალიზიური კვლევა ჩატარდა: წყალტუბოს სოფელ ჩუნეშის საძოვარზე, ტყიბულის სოფელ ძიროვანის სახნავი და ჭიათურის სოფელ სარქველთუბანის სახნავზე.
ქლიავის სამრეწველო ჯიშების გაშენება ჩვენს მიერ შესწავლილ ნიადაგებზე, იმერეთის რეგიონში მნიშვნელოვნად გაზრდის ქლიავის ბაღის წარმოების შესაძლებლობას. ბაღი მოსავლს სრული მსხმოიარობით მე-9 წელს გვაძლევს ძლიერ საძირეზე დამყნით. ნახევრად ნაგალა საძირე მე-5 წელს და ნაგალა საძირე მე-2-3 წელს შედის მსხმოიარობაში. საჭირო აგროტექნოლოგიური ღონისძიებების საფუძველზე შესაძლებელია 1ჰა-ზე 30-40ტონა და მეტი ხილი მივიღოთ სრული მსხმოი-არობის პეროდში.
კურკოვნებიდან ქლიავი სითბოს ნაკლებად მომთხოვნია, მის გასაშენებლად ნეშომპალა კარბონატულ ნიადაგების სამხრეთის ფერდობზე 5-6 გრადუსის დაქანებით წარმოებს. შესაძლებელია ამ კულტურისათვის გამოვიყენოთ 8 გრადუსის დაქანების სამხრეთის ფერდობების ათვისება. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია წყლის დეფიციტის შექმნა ნიადაგში. ბაღის გაშენებისას აუცილებელია აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინება. ნეშომპალა კარბონატული ნიადაგების РН—6.9-8.2-ს ტოლია. იმერეთის რეგიონის წყალტუბოს, ტყიბულის და ჭიათურის ნეშომპალა კარბონატული ნიადაგების გავრცელების გარემო ქლიავის კულტურის სამრეწველო მეურნეობის გასაშენებლად ბიოკლიმატური პირობები შეესაბამისობაშია კულტურის აგროეკოლოგიურ მოთხოვნებთან.