ტრანსგენური ცხოველები – ექსპერიმენტულად მიღებული ცხოველებია, რომლებიც შეიცავს ქრომოსომასთან ინტეგრირებულ დამატებით უცხო დნმ-ს (ტრანსგენს), რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა. ტრანსგენური ცხოველების მიღების ტექნოლოგია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვი-თარებადი ბიოტექნოლოგიაა. განვითარების ბიოლოგიისა და გენეტიკური ინჟინერიის მჭიდრო კავშირმა განაპირობა ტრანსგენური ცხოველების მიღების მეთოდების შემუშავება. Pharmiing Europe-ს ლაბორატორიაში მიღებულ იქნა ხარი ჰერმანი, რომელიც შეიცავდა ადამიანის ლაქტოფე-რინის გენს; ტრანსგენეზის გზით მიღებულია ღორი – Enviropig, რომელიც სანერწყვე ჯირკვლებში შეიცავს ფერმენტ ფიტაზას; გენური ინჟინერიის გამოყენებით ორაგულის კვერცხში შეიტანეს თევ-ზის ანტიფრიზული ცილის მაკოდირებელი გენი, რამაც განაპირობა სიცივეგამძლე ორაგულის მი-ღება.