საქართველოს ფლორა ძალზედ მდიდარია სამკურნალო მცენარეებით. ამ მცენარეების შესწავლასა და გამოყენებას შორეული ფესვები აქვს, რისი დასტურიც არის ისეთი ნაშრომები როგორებიც არის: „უსწორო კარაბადინი“, „ წიგნი სააქიმოი“, „სამკურნალო წიგნი კარაბადინი“, „იადიგარ დაუდი“ და სხვა.
სამკურნალო მცენარეები ორგანიზმზე ზემოქმედების მიხედვით სხადასხვაგვარია.
ნაშრომში წარმოდგენილია, საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი სამკურნალო მცენარეები (კუნელი, ევკომია, ფითრი, ფუტკარა, ადონისი), რომელთა ნედლეული გამოიყენება გულსისძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად.
სამკურნალო მცენარეების დასამზადებლად საჭიროა ვიცოდეთ რომელი მცენარე, როდის უნდა ავიღოთ და მცენარის რომელი ნაწილი არის ვარგისი კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ.
მაგ. სამკურნალოდ გამოიყენება კუნელის ყვავილი და ნაყოფი. ყვავილი უნდა დავამზადოთ ივლისში, ხოლო ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში; ევკომიაპრეპარატების დასამზადებლად იყენებენ მცენარის ქერქს; ფითრი - სამკურნალოდ გამოიყენება ახალგაზრდა ფოთლიანი ყლორტები; ფუტკარა შეგროვება წარმოებს ივლის-აგვისტო-სექტემბერში. სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლები; ადონისი ნედლეულად გამოიყენება მიწისზედა ნაწილი. დამზადებას აწარმოებენ ყვავილობის დაწყების პერიოდიდან თესლის ჩამოცვენამდე.