დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქედის მუნიციპალიტეტში გავრცელებული ადგილობრივი საღვინე ვაზის ჯიშებიდან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლავთ აბორიგენული ჯიში საწური, რომელიც გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობითა და ყურძნის ხარისხობრივი მაჩვენებლებით. ჯიში შესანიშნავია იმ თვალსაზრისითაც, რომ ახასიათებს მავნებელ დაავადებების მიმართ გამძლეობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ის ჩვენს კიმატურნიადაგობრივ პირობებში მაქსიმალურად ავლენს თავის შესაძლებლობას, უხვსა და მაღალხარისხიან მოსავალს იძლევა. აღნიშნული ჯიში თანდათან იძენს პოპულარობას და იქ, სადაც შესაძლებელია საღვინე ვაზის წარმოება, საწურის ფართო მაშტაბებით გაშენება ხელს შეუწყობს ფერმერული მეურნეობიების ზრდას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაშრომში განხილულია აბორიგენული ვაზის ჯიში „საწურის“ საწარმოო და სამეურნეო მნიშვნელობა, ზრდა განვითარების თავისებურებები. ფენოლოგიური დაკვირვების შედეგები, რომელიც განხორციელდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომლის დროსაც ისწავლებოდა: ვეგეტაციის დასაწყისი, ვეგეტაციის დასასრული, ვეგეტაციის ხანგრძლივობა, ყვავილობის პერიოდი, ნაყოფების გამონასკვა, ტექნიკური სიმწიფე. საწურის მტევნის ჩამოყალიბებიდან სრულ სიმწიფემდე პერიოდი.