ტუნგის ხე - ცხიმზეთოვან კულტურების მცენარეთა ისეთ ჯგუფს მიაკუთვნებენ, რომელთა მოვლა მოყვანის ძირითად მიზანს ცხიმოვანი ზეთის მიღება შეადგენს. კარგად არის ცნობილი მცენარეული ცხიმოვანი ზეთების დიდი სახალხო სამეურნეო მნიშვნელობა. მათი მრავალი სახეობა ძვირფას პროდუქტს წარმოადგენს და თვალსაჩინო ადგილი უკავია ადამიანის საკვები მცენარეული ცხიმებით მომარაგების საქმეში, ნაწილს კი სხვადასხვა ტექნიკური მიზნებისთვის იყენებენ.
საქართველოში გავრცელებულ მრავალწლიან სუბტროპიკულ მცენარეთა შორის ტუნგს დაკავებული ფართობებითა და სახალხო სამეურნეო მნიშვნელობით საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ტუნგის ხის ნაყოფის გულიდან (თესლიდან) მიიღება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტექიკური ცხიმოვანი ზეთი, რომელსაც მრეწველობის სხვადასხვა დარგში მრავალმხრივ იყენებენ.