სტატიაში განხილულია ეკოლოგიურად სუფთა მწვანე ჩაის ნედლეულიდან მიღებული ხსნადი ექსტრაქტის სამკურნალო მეთოდები, კერძოდ ინფიცირებულ, ძნელად შესახორცებელ ჭრილობებზე. მწვანე ჩაის ექსტრაქტის სტერილიზაციის პარამეტრების დადგენისა და ლაბორატორიულ პირობებში ანტიმიკრობულ აქტივობაზე კვლევებმა შესაძლებლობა მოგვცა აღნიშნული მედიკამენტი (მწვანე ჩაის ხსნადი ექსტრაქტი) პრაქტიკულად გამოგვეცადა ავადმყოფებზე, რომელებსაც აღენიშნებოდათ შესაბამისი დაავადება.
ჩვენს მიზანს წარმოადგენდა პრაქტიკულ პირობებში ავადმყოფის მკურნალობის პროცეში მისი ნებაყოფლობით ჩართვით დაგვედგინა მწვანე ჩაის ხსნადი ექსტრაქტით მკურნალობის მეთოდები. კერძოდ, მედიკამენტის ანტიმიკრობული აქტივობა ინფიცირებულ ძნელად შესახორცებელ ჭრილობაზე, ჭრილობაში ექსტრაქტის შეტანითა და ზემოდან დაფენის მეთოდით.
ავადმყოფზე ნებაყოფლობით მკურნალობის პრაქტიკული დაკვირვებითა და მეცნიერული კვლევებით დადგენილი იქნა ინფიცირებულ, ძნელად შესახორცებელ ჭრილობებზე მწვანე ჩაის ექსტრაქტის ანტიმიკრობული აქტივობა,მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები.