ნაშრომში მოცემულია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღსა და მის შემოგარენში ბუნებრივად მოზარდი, ველურ ბალახოვნ მცენარეებთან ერთად გავრცელებული პტერიდოფლორის გვიმრები Polipodiaceae ოჯახის გვარები და სახეობები,სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეებია. ქუთაისის ბოტენიკური ბაღის ველურ პტერიდოფლორაში წარმოდგენილია 9 განყოფილების Polipodiaceae 15 ოჯახის,29 გვარის, 73 სახეობით,უსპორანგიუმო და ლეპტოსპორანგიუმიანი გვიმრების სახეობები.ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN),,წითელი ნუსხით“და „წითელ წიგნში“ შეტანილია გვიმრების 3 სახეობა.ქუთაისის ბოტანიკურ ბაღიში ჩვენს მიერ აღრიცხულია არა ადგილობრივი ადვენტური ანუ გზადმოყოლილი,ინვაზიური,სუბსპონტანური გვიმრების 5 ოჯახის,7 გვარის, 8 სახეობა. ყველა ეს სახეობა მრავალწლიანი ბალახოვაბი მცენარეებია, 8 სახეობიდან 7 ივითარებს აღმოცენების უნარიან სპორებს,რამაც განაპირობა მათი გამრავლება, გავრცელება.ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ველური ფლორაში იშვიათად გვხვდება 11 სახეობის გვიმრა, მათი უმეტესობა ვიწრო ლოკალურ ადგილებშია გავრცელებული და გადაშენების საფრთხის წინაშეა, განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. გამოირჩა გვიმრების ისეთი სახეობები, რომლებიც სამკურნალოდ და დეკორაციულ მებაღეობაში გამოიყენება.