ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი უდიდესი და დინამიურად განვითარებადი სექტორია. ეკონომიკური წარმატების საფუძველი არის მხოლოდ ღირსეული და უსაფრთხო შრომა. კვლევის მიზანია შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის სისტემაში არსებული გამოწვევების განსაზღვრა ტურიზმის სფეროში და გადაჭრის გზების პოვნა.
კვლევის ამოცანაა, გამოვლინდეს ის გამოწვევები რის წინაშეც დგას სახელმწიფო, დასაქმებული და დამსაქმებელი. გამოწვევების განსაზღვრის შემდეგ მოხდეს მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა. ნაშრომის მთავარი მიზანია გამოავლინოს სწორედ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სექტორი და იპოვოს გადაჭრის გზები.
კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გამოწვევები: შრომის უსაფრთხოების მხრივ ცნობიერების დაბალი დონე, სისტემის მორგება ორგანიზაციაზე, კოსმეტიკური დანერგვა. შრომის უსაფრთხოების ინსპექციას არ აქვს საკმარისი ადამიანური რესურსი გააკონტროლოს და შეამოწმოს ყველა ორგანიზაცია, გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამივე მხარის თანამონაწილეობაა საჭირო: სახელმწიფოს, დასაქმებულის და დამსაქმებლის.