ბაღებსა და სკვერებში მხატვრული კომპოზიციების შექმნა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მერქნიანი მცენარეების დეკორატიულ ნიშანთვისებებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ყვავილების ფორმას, შეფერვას და ყვავილების პერიოდებს. საკვლევი მცენარეები: სურნელოვანი ოსმანთუსი Osmanthus fragrans (Thunb.)L.; ამერიკული ლირიოდენდრონი, ანუ ტიტას ხე Liriodendron tulipifera L.; შროშანისებური მაგნოლია Magnolia liliflora Desr.; ჩვეულებრივი, ანუ ევროპული იუდას ხე Cercis siliquastrum L.; ინდური იასამანი, ანუ ირმის რქა - Lagerstroemia indica L.; ლანცეტისებური კალისტემონიCallistemon seciosus DC.; შინაური ნანდინა - Nandina domestica.; დიდყვავილა აბელია - Abelia grandiflora Rehd.; ინდური როდოდენდრონი Rhododendron indicum (L)sweet.; მტევნისებური ჰორტენზია-Hydrangea panikulata.; მუქმწვანე ფორზიცია Forsythia viridissima Lindl.. ყვავილობენ საკმაოდ ხანგრძლივად. აღნიშნული მცენარეები შეგვიძლია დავყოთ სამ ჯგუფად: მცენარეები რომლებიც გამოირჩევიან ხანგრძლივი ყვავილობით (123 და 126 დღე) ესენია: შინაური ნანდინა და დიდყვავილა აბელია., მერქნიანები რომლებიც გამოირჩევიან საშუალო ყვავილობის ხანგრძლივობით (56-88 დღემდე) ინდური როდოდენდრონი, ინდური იასამანი, ლანცეტისებური კალისტემონი, მუქმწვანე ფორზიცია, შროშანისებური მაგნოლია და ამერიკული ლირიოდენდრონი და ხანმოკლე ყვავილობით გამორჩეული მერქნიანები (39 და 40 დღე) ევროპული იუდას ხე და მტევნისებური ჰორტენზია. აქედან გამომდინარე , ჩვენს მიერ შერჩეულია ისეთი მერქნიანი მცენარეები რომლებიც ყვავილობენ სამი სეზონის განმავლობაში ადრე გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით, რომლებიც როგორც ჰარმონიული, ისე კონტრასტული ეფექტებით უდიდეს როლს ასრულებენ მნახველზე ემოციური ზემოქმედების თვალსაზრისით.