სატრაქტორო აგრეგატის (სა) ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მწარმოებლურობა (დროის ერთეულში შესრულებული სამუშაოს მოცემულობა – ჰა/სთ; მ3/სთ; ტ·კმ და სხვა), რომელიც განაპირობებს მის ეკონომიურობას. აგრეგატის მწარმოებლურობაზე პირდაპირ მოქმედებს მისი ე. წ. კინემატიკური მახასიათებლები: სიჩქარე, უქმი სვლების მინიმიზაცია, გარემოს გეომეტრია (სავარგულების ფორმები, ნიადაგის ტიპები, სავარგულების დახრილობა, მის ზედაპირზე წინააღმდეგობები, დაქვიანება – დაღარულობა და ა. შ.). ამ წინააღმდეგობების დაძლევაზე დროის დანახარჯები აგრეგატის მწარმოებლურობის პირდაპირპროპორციულია. როგორც ცნობილია ეს პრობლემები უხვადაა ფერდობული მიწათმოქმედების პირობებში, რომლის ტიპიური წარმომადგენელია საქართველო. სტატიის ლეიტმოტივია სატრაქტორო აგრეგატის ის კინემატიკური პარამეტრების მინიმიზაციის საკითხი, რომლის შესახებ ავტორებს ჩატარებული აქვთ სათანადო გამოკვლევები სუბტროპიკული და ფერდობული მიწათმოქმედების პირობებში.