სტატიაში განხილულია მცენარეული ნედლეულის სამკურნალო პროფილაქტიკური თვისებების გამოყენების შესაძლებლობა საკვები პროდუქტების თვისებების გაუმჯობესების მიზნით. ამ მხრივ გამოირჩევა მწვანე ჩაი, რომლის სასარგებლო თვისებების გაძლიერება შესაძლებელია ბროწეულის ბუდის და ძგიდის ექსტრაქტის ჩართვით მისი წარმოების პროცესში. ფიქსირებულ მწვანე ჩა-ის ფოთოლს გრეხის პროცესში ემატება წინასწარ მომზადებული ბუდეების და ძგიდეების ექსტრაქტი 5, 7 და 10% ოდენობით შემდგომი გადამუშავებით. მიღებულ ვარიანტებში ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის შედეგად დადგენილ იქნა რომ გაიზარდა ექსტრაქტული ნივთიერებების და ფენოლური ნაერთების რაოდენობა. მიღებული სასმელი - მწვანე ჩაი ბროწეულის ძგიდეებთან და ბუდეებთან კომბინაციით - გამოირჩევა გაძლიერებული ანტიმიკრობული თვისებებით, რაც ზრდის ადამიანის ორგანიზმის მედეგობას მავნე მიკროფლორის განვითარების წინააღმდეგ. ასეთი ჩაის პროდუქტს შეიძლება მიეცეს სამკურნალო პროფილაქტიკური დანიშნულებაც და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დეზინტერიის და სხვა მსგავსი ავადმყოფობის დროს მისი ანტიმიკრობული თვისებების გამო. განსაკუთრებით მისაღებია ბავშვებისათვის, რადგან აღნიშნული სახით სასმელის მიღება სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოც იქნება.