მცირე არქიტექტურულ ფორმებს, ბაღის, პარკის და ნებისმიერი ფუნქციონალური ზონის უბარნულ დაგეგმარებასა და კეთილმოწყობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მათი დანიშნულება ღია სივრცეების ორგანიზება და არქიტეტურული ქალაქთმშენებლობის ან საბაღესაპარკო კომპოზიციის შევსებაა. მათ შეუძლიათ შეიტანონ თავისი წვლილი არსებულ ობიექტებზე: მომგებიანად შეავსონ, ჭკვიანურად დაამშვენონ ლანდშაფტური კომპოზიციები, ორგანიზება გაუწიონ ტერიტორიას (ნებისმიერ ფუნქციონალურ ზონას), როგორც სტილის ამასთანავე ესთეტიკური სილამაზისა და საერთო ვიზუალური შთაბეჭდილების შექმნაში. სტატიაში მოცემულია ავტორის მიერ თანამედროვე კომპიუტერული პროგრამით (3D განზომილებაში) შესრულებული სკვერის გამწვანების პროექტი, მცირე არქიტექტურული ფორმების გამოყენებით და მათ გარეშე, რაც არსებული პროექტის საშუალებით ასახავს თუ რა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს მათი არსებობა და თანაზომიერება და რა აუცილებლობას წარმოადგენს ის ურბანულ გარემოში. საზოგადოებაში აუცილებელია მწვანე ელემენტები და არქიტექტურული ფორმების კავშირის შეგრძნება, მათი სინთეზი გააზრებული და შინაარსობრივი უნდა იყოს. ყოველივე ამის გათვალისწინებით თანამედროვე პერიოდში ურბანულ გარემოში მცირე არქიტექტურული ფორმების გამოყენებით მეტი დასასვენებელი, გასამწვანებელი ტერიტორიების არსებობა აუცილებლობას უნდა წარმოადგენდეს, ამასთანავე უნდა იმატებდეს ინტერესი და როლი უფრო უკეთესი, მდგრადი ადგილების შექმნაში.