ეკოლოგიური კრიზისი 21–ე საუკუნის ერთ–ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც ინდუსტრიალზიაციის, ურბანიზაციის, დემოგარფიული, "აფეთქების" თანამდევი პროცესია ეს პრობლემა მან არსებობის შორეული წარსულიდან დაიწყო, როდესაც ადამიანმა თავის გადასარჩენად ხელი მოჰკიდა ცხოველთა მოპოვებას, ნიადაგების დამუშავებას, მცენარეთა საფარის განადგურებას, ეს პროცესები მიდიოდა ნელა, შეუმჩნევლად და შეუწყვეტლად. ამ პრობლემამ მწვავე ხასიათი მიიღო მე–20 საუკუნის 70–იანი წლებიდან. ეკოლოგიური კრიზისი გლობალური პროცესია, რომელიც ბუნებრივი პირობების და მთლიანად ბიოსფეროს არახელსაყრელი ცვლილებაა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ფორმების შენარჩუნებას. აღნიშნული საკითხის გადაჭრა რთულია, მაგრამ აუცილებელი, რადგან იგი ადამიანისა და მისი საარსებო გარემოს შენარჩუნების მნიშვნელოვანი პირობაა.