ნაშრომში განხილულია საქართველოში გავრცელებული მცენარეების ნაყოფებისა და ფოთლების ქიმიური შედგენილობა, მათი გამოყენების შესაძლებლობა ბალახოვანი ჩაის მისაღებად; კენკროვანი მცენარებისაგან მიღებული ბალახოვანი ჩაის ნედლეულის მაყვლის, ჟოლოს, ასკილის გადამუშავების ტექნოლოგიური სქემა; ბიოლოგიურ - მორფოლოგიური დახასიათება, გავრცელება, ნაყოფისა და ფოთლების ქიმიური შედგენილობა, რომელიც შეიცავს ადამიანის კვებისათვის აუცილებელ ფენოლურ ნაერთებს, ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებს, არომატულ ნივთიერებებს და სხვა; მათი გამოყენების შესაძლებლობებს მედიცინასა და კვების მრეწველობაში. შესწავლილი და დადგენილი იქნა, რომ ფიქსაციის შედეგად იმატებს ფენოლური ნაერთებისა და ექსტრაქტული ნივთიერებების რაოდენობა 0,5-1% ფარგლებში, რომელიც მნიშვნელოვანს ხდის ამ სამკურნალო თვისებების მქონე ბალახოვან ნედლეულს გამოყენებული იქნას ჩაის სახით.