სტატიაში განხილულია ხილის ჯიშების ხელოვნური შრობისათვის ოპტიმალური ტემპერატურის რეჟიმის და დროის ხანგრძლივობის დადგენა, რომელიც განსხვავებული იყო ნედლეულის სხვადასხვა ჯიშებიდან გამომდინარე.
მშრალი პროდუქტიჩირი, არის პროდუქტი რომელიც შეიცავს მარტივ შაქრებს,მჟავებს,პექტინივან ნივთიერებებს, ამინომჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს (რკინა, სელენი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი და სხვა). ამიტომაც დიდი მოთხოვნებით სარგებლობს მოსახლეობაში,ასევე ცნობილია თავისი სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით.
ჩვენს მიზანს წარმოადგენდა შრობისათვის ხილის სხვადასხვა სახეობების შესწავლა და შერჩევა, ნედლეულის დამუშავების ოპტიმალური რეჟიმის დადგენა. შრობა ვაწარმოეთ შესაბამის ტემპერატურაზე, ხოლო შრობის ხანგრძლივობის დადგენა მიმდინარეობდა სხვადასხვა დროებში, ხილის ჯიშებიდან გამომდინარე.