ყვავილნარი არის გარკვეული ტერიტორია, რომელზეც იზრდებიან დეკორატიული მცენარეები, ძირითადად ბალახოვნები, თუმცა შეიძლება გამოყენებულ იქნას დაბალმოზარდი ბუჩქები და ხეები, მათ შორის წიწვოვანები და გვიმრები. გამოცდილმა ლანშაფტის დიზაინერებმა იციან, რომ ულამაზესი ყვავილნარის შექმნა შეიძლება არამარტო ლამაზი ყვავილების კოკრებისა და გვირგვინის ფურცლების სილამაზის მეშვეობით, არამედ ბუჩქების ტექსტურასა და ფოთლების ფერების შეხამებით და გამოყენებით. თუკი ჩვენ ყვავავილნარების სიმფონიაში „პირველ ვიოლინოს‘’ ლამაზფოთლება დეკორაციული მცენარეებს მივანიჭებთ, მივიღებთ უნიკალურ სილამაზეს. მთელი რიგი უპირატესობა აქვს ყვავილნარში ლამაზფოთლება დეკორატიული ბალახოვანი მცენარეების გამოყენებას ესაა: სეზონურობა, მრავალფეროვნება და შედარებით ადვილი აგროტექნიკა. ყვავილნარმა არ უნდა დაკარგოს დეკორატიულ ღირებულება მთელი სეზონის განმავლობაში, ამისთვის ყვავილნარებში იყენებენ მარადმწვანე ან ფოთლოვან ჯიშებს - კაშკაშა, ფერადი ფოთლებით. ასეთი დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები საკმაოდ ბევრი გვყავს, რომელთა გამოყენებით შეგვიძლია შევქმნათა არანაკლებ ეფექტური და სილამაზით გამორჩეული ყვავილნარი.