ატომბირთვული ენერგიის მიღება კაცობრიობის ისტორიაში მეცნიერების უდიდესი მონაპოვარია . ეს ენერგია დღესდღეობით ორი გზით გამოიყენება: პირველი ატომური ენერგიის უშუალო გამოყენების გზა, (ატომური ელექტროსადგურები ,ატომური გემები და სხვა.) მეორე ატომებით და მაიონებელი გამოსხივებით სასარგებლო გზა.
ამჟამად ატომების მეთოდი ბიოლოგიისა და სოფლის მეურნეობის კვლევითი სამუშაოების ერთ-ერთ ძირითად მეთოდად ითვლება. ეს მეთოდი სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგში გამოიყენება, მაგალითად ნიადაგმცოდნეობაში, მემცენარეობაში, მეცხოველეობაში, სელექცია მეთესლეობაში, მექანიზაციაში, ჰიდრომელიორაციასა და მცენარეთა მავნებლობის წინააღმდეგ საბრძოლო გზების დადგენის საქმეში.
ატომურმა ენერგიამ ყოველივე ეს შეუძლია მოგვცეს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. თანამედროვე მეცნიერულ ტექნიკურ პირობებში მექანიზაციაელექტროფიკაციისა და ქიმიზაციასთან ერთად ატომური ტექნიკის საფუძვლებიც ფართოდ უნდა დაინერგოს.