სამედიცინო ტურიზმი შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი დარგია. ამ ფაქტზე მიუთითებს ისიც, რომ 50 ქვეანაზე მეტს ეს სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ჰყავს აყვანილი. სამედიცინო ტურიზმი გულისხმობს პაციენტების საზღვარგარეთ გამგზავრებას სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად. იგივე მიზნით შეიძლება გადაადგილდნენ საკუთარი ქვეყნის შიგნით.
საქართველოს სამკურნალო ტურიზმის მიმართულებით გააჩნია საკმაოდ დიდი პოტენციალი. აქ მსოფლიოში არსებული ყველა სამედიცინო პროფილის კურორტია. დღეისათვის აღირიცხება 102 კურორტი, 182 საკურორტო ადგილი და 20 000 მინერალური წყარო. საქართველოში სამედიცინო ტურიზმის შემაფერხებელი პირობებია; მსოფლიოში არსებული ძლიერი კონკურენცია, ცუდი ინფრასტრუქტურა, რეკლამის სიმცირე, ტურისტული სააგენტოების ნაკლები აქტივობა აღნიშნულ სეგმენტზე.
სამედიცინო ხარისხის ამაღლების მიზნით საქართველოში საჭიროა საინფორმაციო ელექტრონული ბაზის შექმნა, ტრენინგკურსების შეთავაზება, სავიზო შეღავათები, გარკვეულ სპეციფიკურ სერვისებზე დაბალი ფასები და სხვა.
სწორი პოზიციონერების პირობებში სამედიცინო ტურიზმს საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტის მოზიდვა შეუძლია და ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია.