ნაშრომში მოცემულია მთიანი აფხაზეთის ბუნება. ნაჩვენებია მისი რელიეფის მრავალფერივნება. გეოლოგიური აგებულება, სასარგებლო წიაღისეული და მინერალური წყაროების სიუხვე. განხილულია მთიანი აფხაზეთის კლიმატი და ჰავის წარმოქმნის ფაქტორები. მთის მდინარეების საზრდოობის სახეები, ტბები და მყინვარების ფართობი. ნიადაგების ზონალობა, ფლორისა და ფაუნის სახეობები, რომლებიც გავრცელების მხრივ ქმნიან მკაფიოდ გამოხატულ სიმაღლებრივ ზონებს.
მთიანი აფხაზეთის ბუნებრივი რესურსების სიმდიდრე: მინერალური წყლები, თოვლიანი მთები, სუფთა ჰაერი, თბილი ზაფხული, ჰაერის ზომიერი სინოტივე, მზიანი დღეთა რაოდენობა, თბილი ზამთარი, სუსტი ქარები, რელიეფის მრავალფეროვნება და ლამაზი ლანდშაფტი წარმოადგენს ამ მხარის კომფორტული კლიმატის დამახასიათებელ თვისებებს. ტურისტულ რეკრეაციული რესურსების მრავალფეროვნება, მთიანი აფხაზეთს ტურიზმის, დასვენებისა და სამკურნალო კუთხით არაჩვეულებრივ მიმზიდველობას სძენს.