მდინარე ხანისწყლის ხეობა განფენილია მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე, სამხრეთ იმერეთის მთისწინეთისა და იმერეთის ვაკედაბლობის სამხრეთაღმოსავლეთ ნაწილში. ხეობის სიგრძეა-57 კმ. იგი სათავეს იღებს მესხეთის ქედის თხემის ნაწილში ნაგებას მთის ჩრდილო აღმოსავლეთ კალთებზე 2280მ სიმაღლეზე, ორ მთავარ შენაკადში შემავალი თვრამეტი მცირე შენაკადის შეერთებით. მდინარე ხანისწყლის ხეობაში ჩრდილოეთიდან სამხრეთით, სიმაღლის მიხედვით იცვლება მცენარეული საფარიც. გამოიყოფა შემდეგი სარტყლები: 1. კოლხური ტყის მცენარეული საფარი,2. სამხრეთ იმერეთის მთისწინეთის გორაკ-ბორცვიანი , კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი ტყე. 3. აჭარა-იმერეთის ქედის ფერდობის კოლხური ფართოფოთლოვანი ტყე. 4. სუბალპური ბუჩქნარები და მაღალბალახოვან მცენარეთა საფარი (ზღვის დონედან 1900-2100მ) 5. ალპური ბალახოვანი მცენარეები (ზღვის დონიდან 2100-2500მ).მდინარე ხანისწყლის ხეობა კლდოვანია და ნაშალ-ღორღიანი . კლდოვან-ღორღიანი ადგილები. ხანისწყლის ხეობის ბუჩქნარ-ბალახოვანი მცენარეულობა სახეობათა მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ გვხვდება მცენარეები რთულყვავილოვანთა, მარცვლოვანთა, პარკოსანთა, ვარდისებრთა, ლაშქარასებრთა ოჯახებიდან. გავრცელებულია 5 სახეობის კავკასიის ენდემი და 2 სახეობის იმერეთის ენდემი.