ტექნოგენურმა პროგრესმა გამოიწვია ბიოსფეროში გარემოს დამაბინძურებელ ფაქტორთა შორის განსაკუთებით საშიში გენოტოქსიკური ნივთიერებების (ქსენობიოტიკების) გამოყოფა და დაგროვება.ბიოსფეროზე მათი მოქმედების ყველა ასპექტის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით საინტერესოა სოფლის მეურნეობაში გამოყენებული პესტიციდები,რომლებიც გამოირჩევიან გარემოში მდგრადობით, მიგრაციით, კვებით ჯაჭვებში კუმულაციის უნარით და ზოგადტოქსიკურ მოქმედებასთან ერთად ბიოლოგიური აქტიობაც ახასიათებთ.
ქსენობიოტიკების რეკომბინოგენური და მუტაგენური აქტიობის შესასწავლად, როგორც ტესტსისტემა, გამოყენებულია სოია. ამ ტესტ–სისტემის უპირატესობა მდგომრეობს იმაში, რომ სომატურ-გენეტიკური დარღვევების რეგისტრირება შეიძლება შესწავლილი იქნას პირველსავე თაობაში. ასევე შესაძლებელია მუტაგენების დიფერენცირება მათ მიერ გამოწვეული ფენოტიპური ცვლილებების მიხედვით.