ბოლო 30 წლის მანძილზე, ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის პრობლემებიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითმა საკითხებმა უკიდურესად უკანა პლანზე გადაიწია და შეიძლება ითქვას, რომ სრულად იქნა უგულვებელყოფილი, პოლიტიკური თუ ბიზნეს ესტაბლიშმენტის მხრიდან, რამაც დაგვაყენა ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიც მტვერსა და კვამლში ჩაძირული დედაქალაქი, დაბინძურებული მდინარეები, უკონტროლოდ განადგურებული მწვანე საფარი და სხვა მრავალი ეკოლოგიური ხასიათის პრობლემაა. ადამიანებმა ნელნელა დაივიწყეს ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობის პრინციპები და აგრესიულად დაიწყეს მისი ექსპლუატაცია, რამაც დროთა განმავლობაში სერიოზული დარტყმა მიაყენა იმ გარემო პირობებს, რომელშიც ვცხოვრობთ. ერთ–ერთი პრობლემა გახლავთ წყლის რესურსების დაბინძურება.