წინაამძრავთვლებიანი 4X2 ტიპის მსუბუქი ავტომობილის გვერდით მდგრადობაზე კონსტრუქციული და მართვის რეჟიმების გავლენის განსაზღვრის მიზნით ნაშრომში საგზაო გამოცდის საფუძველზე წარმოდგენილია ავტომობილის მობრუნებადობაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების ანალიზი.
საგზაო-ექსპერიმენტული კვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ წინაამძრავთვლებიანი ავტომობილის მკვეთრი მობრუნების რეჟიმში მოძრაობისას მართვად თვლებზე მოქმედებს როგორც რადიალური ასევე გრძივი მიმართულების ძალები, რომელთა სიდიდეც შეესაბამება თვალზე მოქმედი მაქსიმალური რადიალური ძალის 90%-ს.
მრუდწირული მოძრაობის ექსტრემალურ პირობებში, ჩაჭიდების გაუარესების გამო წინაამძრავთვლებიანი ავტომობილის მართვადი თვლების განივი მოცურება უფრო ადრე იწყება, ვიდრე კლასიკური შეთანწყობის იმავე კლასის ავტომობილისათვის.