ტრანსმისიის რეზონანსულ რეჟიმზე მუშაობისას იზრდება გრეხითი რხევების ამპლიტუდა, რაც თავის მხრივ იწვევს ტრანსმისიის ელემენტებში დაძაბულობის ზრდას. ავტომობილის ტრანსმისიის რეზონანსულ რეჟიმზე მუშაობისას წარმოქმნილი გრეხითი რხევების თავიდან აცილება შესაძლებელია რხევების ამპლიტუდების ხელოვნური შემცირებით. თუ მისი პარამეტრები მიახლოებული იქნება რაციონალურთან, მაშინ ის არსებითად შეამცირებს რხევის ამპლიტუდას.
ავტომობილის ტრანსმისიის საშიშ გრეხით რხევებთან ბრძოლის შედარებით ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს მუშაობის რეზონანსული რეჟიმების გამოტანა ავტომობილის მოძრაობის საექსპლუატაციო სიჩქარეების ზონიდან, რაც მიიღწევა ტრანსმისიის კონსტრუქციული პარამეტრების მიზანშეწონილი ცვლილებით. თუმცა ტრენსმისიის პარამეტრების ფართო ზღვრებში რეალური ცვალებადობა დაკავშირებულია დიდ წინააღმდეგობებთან.
ტრანსმისიის ლილვების, აგრეთვე გადაბმულობის დეტალების გადატვირთვის შემცირებისა და დამპფერის დინამიკური მახასიათებლების განსაზღვრის მიზნით ნაშრომში წარმოდგენილია დემპფერის რაციონალური პარამეტრების გაანგარიშების მეთოდი, გადაბმულობის ქუროს კონსტრუქცია და ორიგინალური სასტენდო დანადგარი.