ლურჯი მოცვი მრავალწლოვან, ფოთოლმცვენ, ბუჩქოვან კენკრას წარმოადგენს მანანასებრთა
ოჯახიდან. მცენარეს აქვს ზედაპირული ფესვთა სისტემა და მერქნიანი ღეროები, რომლებიც
ფესვის ყელთან ყოველწლიურად ვითარდება და ქმნის მცენარის ვარჯს, სწორედ ამიტომაც მცე
ნარის სწორი ზრდა-განვითარებისათვის და ხარისხიანი მოსავლისათვის აუცილებელია ბუჩქის
ყოველწლიური გასხვლა. გასხვლა სტანდარტული ღონისძიებაა ლურჯი მოცვის მოყვანის საქ
მიანობაში. გასხვლის სიძლიერე და მცენარეში მზის სხივების შეღწევადობა გავლენას ახდენს
ცენტრალური ლიდერული ტოტების განვითარებაზე.
მოცვში ზოგადად სამი სახის ყლორტი გვხვდება:
• ადვენტური_ კვირტებიდან განვითარენული ამონაყარი;
• ლატენტური_ კვირტებიდან განვითარენული ცენტრალური ლიდერი ყლორტები;
• ლატერალური_ ყლორტები, რომლებიც ვითარდებიან წინა წლის ნაზარდების ვეგეტატიური
კვირტებიდან.
არსებობს გასხვლის რამდენიმე ტიპი:
• გასხვლა მცენარისთვის ფორმის მიცემის მიზნით;
• გასხვლა მოსავლიანობის გაზრდის მიზნით;
• გასხვლა მცენარის გაახალგაზრდავების მიზნით