ნაშრომში გაშუქებულია ლეჩხუმის მთიანი ზონის ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის გზების ძიება, პრიორიტეტულ კულტურების გამოვლენა, ამჟამად სხვა კულტურებთან ერთად ვაყენებთ ცდებს თხილის კულტურაზე, რომელიც შეეგუა ადგილობრივ კლიმატს, შეესაბამება თანამედროვე ეკონომიკურ მდგომარეობას. შესწავლილია ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა დარგვის ოპტიმალური ვადების დადგენა და მისი გავლენა ნერგების გახარებაზე და ასევე ზრდა-განვითარებაზე. დაკვირვებებს ვაწარმოებდით ყოველწლიურად სხვადასხვა დროს დარგულ ნერგებზე, საკმაოდ დიდი სხვაობა მოგვცა გახარების მხრივ. გაზაფხულზე დარგული საშუალოდ 60% იყო, ხოლო შემოდგომაზე დარგული კი 90% -ს აღემატებოდა. თხილი საკმაოდ ყინვაგამძლე კულტურაა და მისი გავრცელების არეალი მთიან ზონაში შეზღუდული არ არის, ყოველივე აღნიშნული ადასტურებს ამ კულტურის სამრეწველო გავრცელების შესაძლებლობას ლეჩხუმის მთის წინეთში. ჩატარებული კვლევის შედეგები იძლევიან საფუძველს, რათა რეკომენდაცია გაეწიოს თხილის კულტურს გავრცელებას, ლეჩხუმის მთის წინეთში საოჯახო, გლეხურ და ფემერულ მეურნეობაში. თხილის ზრდა-განვითარების შესწავლამ გვიჩვენა, რომ მცენარე ძლიერი ზრდით ხასიათდება. მისი სავეგეტაციო პერიოდი გრძელდება 230-250 დღე მარტიდან ნოემბრის შუა რიცხვამდე. დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ ვეგეტაცის დასაწყისი ცვალებადობს, წვენთა მოძრაობა საშუალოდ თებერვლის მე-2 ნახევრიდან იწყება, კვირტების დაბერვა მარტიდან სავეგეტაციო პერიოში თხილს კულტურას შესვენების ფაზები არ ახასიათებს, ფენოლოგიურმა დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ ყვავილობა აპრილიდან იწყება, ნაყოფის ზრდა ივლის-აგვისტოში, სექტემბრის პირველ რიცხვებში კი მომწიფებას იწყებს და მწიფობა თვის ბოლოს მთავრდება