სტატიაში განხილულია ჰიბრიდული პამიდორის მოყვანა სათბურში. ცდები ტარდებოდა ტყიბულის რაიონის სოფ. კურსების მაგალითზე. იცდებოდა პამიდვრის ჰიბრიდული ჯიშები: ბიგ ბიფი, იაგუარი და პრაიმ F1. ცდებიდან შესაძლოა დავასკვნათ, რომ ისინი გამოირჩევიან საკმაოდ მოსავლიანობით (ბიგ ბიფი 24 კგ/მ² , იაგუარი- 17,8 კგ/მ² და პრაიმ F1 -22,1კგ/მ².) და ასევე გამოიჩევიან დაავადებისა და მავნებლების მიმართ მდგრადობით. ტრანსპორტაბელურობითა და დიდხანს შენახვისუნარიანობით. მოკლე სავეგეტაციო პერიოდის გამო (პრაიმ F1.- 159161დღე, ბიგ ბიფი 154 დღე და იაგუარი- 144 დღე) მათი მოყვანა შესაძლებელია ორჯერად, ზამთარი- ზაფხული (იანვარი - ივლისი) და ზაფხული- შემოდგომა (ივლისი - იანვარი.)