ნაშრომში განხილულია ზეთისხილის სასარგებლო თვისებები, როგორც მრავალმხრივი გამოყენების, საუკეთესო კვებითი, სამკურნალო ღირებულების და რეალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე მარადმწვანე მცენარე. იგი შეიცავს 35% მცენარეულ ზეთს. მსოფლიოში პოპულარული ზეთისხილის გაშენება თანდათან საქართველოში მკვიდრდება. ძირითადად გაშენებულია კახეთის რეგიონში, სიღნაღის მიმდებარედ, აგრეთვე დედოფლის წყაროში, ტარიბანას ველზე, დაახლოებით 250 ტონა მოსავალს იძლევა, სულ გაშენებულია 1,2 მილიონი ზეთისხილის ნერგი. 2023 წლის გამოფენაზე ესპანეთში, სადაც 47 ქვეყნის პროდუქცია იყო წარმოდგენილი, ქართული ზეთი პრემიუმკლასის ნაწარმად დასახელდა, ისევე როგორც ესპანური და იტალიური ნაწარმი. ამის საფუძველი ქართული კლიმატია, რომელიც ქართულ ზეთისხილს მსოფლიოში ყველაზე დაბალ მჟავიანობას ანიჭებს, მაშინ, როდესაც ნაწარმის ზოგადი მჟავიანობის ნორმა 0,8 ექსტრავირჯინია, ქართული ზეთის მჟავიანობა 0,2 ექსტრავირჯინზე მაღლა არ ადის.