აბასთუმანი თერმული წყლებით და ჰავით მეტად საინტერესო დასახლებული პუნქტია, რომლითაც ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილი დაინტერესდა 1747 წელს. იგი აღნიშნავს, რომ ამ მიდამოებში ახალ წელთაღრიცხვამდე ყოფილა მოსახლეობა და ეწოდებოდა „ოძრახე“ (ს. ჯანაშია). ოძრახე კი მოხსენიებულია იმ ოთხ ქალაქთა შორის (სარკინე, კასპი, ურბნისი, ოძრახე), რომლებიც არსებობდნენ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის დროს IX საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
აბასთუმნისადმი ინტერესი ყოველთვის იყო, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მის მიმართ გამოიჩინა რუსეთის დიდმა მთავარმა გიორგი ალექსანდრეს-ძემ (ნიკოლოზ II-ის ძმა), რომლის ხარჯითაც აშენდა საკმაო რაოდენობის შენობა-ნაგებობები და მათ შორის, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარიც.
ისტორიის მიმოხილვა შორს წაგვიყვანს...
დღესდღეობით აბასთუმნის კლიმატს და ბალნეოლოგიურ მონაცემებს განცვიფრებაში მოჰყავთ შემთხვევით თუ მიზნობრივად ჩამოსული ადამიანები. აქედან გამომდინარეა ხელისუფლების მიერ დაინტერესებაც და წარმოებული სამუშაოები, რომლებიც აქ ტარდება ბოლო 10-12 წლის განმავლობაში. სწორედ ერთ-ერთ სფეროს - გამწვანება - განაშენიანებას ეხება თქვენს წინაშე წარმოდგენილი ნაშრომი