საქართველოს ველური ფაუნა და ფლორა თავისი მრავალრიცხოვანი, მშვენიერი და სხვადასხვაგვარი ფორმით წარმოადგენს დედამიწის ბუნებრივი სისტემის შეუცვლელ ნაწილს. ნაშრომში მოცემულია საქართველოში ბუნებრივად მოზარდი, ველურ ბალახოვნებთან ერთად გავრცელებული ჯადვარისებრთა ოჯახის გვარები და სახეობები, რომელთა ზოგიერთი სახეობა წითელ წიგნსა და წითელ ნუსხაშია შეტანილი. ჯადვარი (ორქიდეა) მცენარეთა ყველაზე დიდი ოჯახია. გარდა ანტარქტიდისა, დედამიწის ყველა კონტინენტზე ხარობს, უმეტესად - ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში. ბუნებაში ორქიდეის დაახლოებით 20000 ველური სახეობაა გავრცელებული. ამას ემატება 10000 მდე სხვადასხვა სახის ოქრიდეაც, რომლებიც დღემდე ხელოვნურად გამოჰყავთ. კავკასიაში ჯადვარისებრთა 57 სახეობაა, საქართველოში 45 სახეობა, რომელთა შორისაა: Orchis jadvari , O. palustris Jacq. O. laxiflora Lam. O. coriophora L. O. mascula (L.) L. O. pallens L. O. viridifusca Albov O. picta Loisel. O. ustulata L. O. tridentata Scop. O. militaris L. O. stevenii Reichenb.fil. O. simia Lam. O. purpurea Huds. O. provincialis Balb.C.