მეციტრუსეობის ინტენსიფიკაციისათვის დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონა-
ში მანდარინის კულტურის სორტიმენტის გაუმჯობესება უნდა მოხდეს ადგილობრივ პირობებს
უკეთ შეგუებული, ადრემწიფადი, დაბალ- და საშუალომზარდი ჯიშებით. ციტრუსოვანთა
კულტივირების შედარებით მკაცრ პირობებში შესწავლილია ნუცელარული სელექციით მიღებული
მანდარინ „ადრეულას“ ფორმათა მრავალფეროვნების ბიო-მორფოლოგიური და სამეურნეო
ნიშან-თვისებები. შედეგად, როგორც საშუალომზარდი, ადრემწიფადი და მაღალმოსავლიანი
ფორმა, გამოვლენილია ორი პერსპექტიული ნუცელარული თესლნერგი.