განათლების ინტერნაციონალიზაცია XXI საუკუნის უმნიშვნელოვანეს ამოცანად იქცა როგორც სამთავრობო სტრუქტურისთვის, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. სწავლა-სწავლების პროცესზე გავლენას ახდენს, კულტურული იდენტობის, თვითმყოფადობის თორმეტი წყარო: რასა, ეთნიკურობა/ნაციონალობა, სოციალური კლასის, სქესი, ჯანმრთელობა, ასაკი, გეოგრაფიული რეგიონი, სექსუალური ორიენტაცია, რელიგია, სოციალური სტატუსი, ენა, შესაძლებლობა/ შეზღუდული შესაძლებლობა. ინტერკულტურული განათლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სკოლის სახელმძღვანელოა. ინტერკულტურული განათლება მე-7 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოში წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ მოსწავლეებს განუვითაროს მათ კულტურული სენსიტიურობა, გააცნოს მსოფლიოს მრავალფეროვნება და ტოლერანტობა. ინტერკულტურული განათლების მიზნები, მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოს ((მე-7 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო II ნაწილი, პარაგრაფები 38, 40, 47, 49, სურ. 38.4, 38.5, 38.6, 40.5 47.2, 49.6) საშუალებით შესაძლებელია მოსწაველეები გავაცნოთ, როგორც რეგიონალურ, ასევე სახელმწიფო დონეზე, აფრიკის და ავსტრალიის კონტინენტების, სარ-ის და ახალი ზელანდიის მოსახლეობის მაგალითზე. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერკულტურული განათლების ინტეგრირება გეოგრაფიის სახელმძღვანელოში მე-7 კლასელებისთვის არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოსწავლეების მსოფლმხედველობის გაფართოებისა და მათი მომავალი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის.