სტატიაში განხილულია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღის პირობებში კოლხური ბზის - Buxus colchica (Pojark.) ფიტოსანიტარული მონიტორინგი; ჩვენი მიზანია ex-situ კონსერვაციის პირობებში დავიცვათ მცენარეთა მრავალფეროვნება და გადავარჩინოთ საქართველოს უნიკალური, იშვიათი და ენდემური სახეობები, რომლებიც თანამედროვე ფლორაში ბუნებრივი ნამარხი ძეგლების ცოცხალ ფორმებს წარმოაგენს.
შრომაში მოცემულია ქუთაისის ბოტანიკიური ბაღის პირობებში კოლხური ბზის - Buxus colchica (Pojark.) დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენა, დაზიანების ხარისხის შეფასება; და-ავადების გავრცელების ინტენსივობის დადგენა. ხორციელდება, დაზიანებული ნიმუშების რო-გორც ვიზუალური დიაგნოზირება, ასევე მიკოლოგიური და ენტომოლოგიური ანალიზი (პათოგე-ნური ორგანიზმებისა და ენტომოლოგიური ობიექტების გამოვლენა). წარმოდგენილია, იდენტი-ფიცირებული ზოგიერთი მავნე ორგანიზმების პათოლოგიურ-მორფოლოგიური დახასიათება და ეკოლოგიური მახასიათებლები. რეკომენდირებულია მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ინტეგრი-რებული ბრძოლის მეთოდები.