ნიადაგების დეგრადაცია უარყოფითი პროცესების ერთობლიობაა, რომლის დროსაც მასში ქრება წლების განმავლობაში დაგროვილ ჰუმუსი, რის შედეგადაც ნიადაგი განიცდის ნაყოფიერების დაკარგვას, დეგრადაციას და მისი ეკონომიკური ღირებულება ეცემა სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად. ეს პროცესი, უმეტესწილად, არასწორად მართული სამეურნეო საქმიანობის შედეგია და თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.
დეგრადაცია საფრთხეს უქმნის როგორც დედამიწის მოსახლეობის საკვებით უზრუნველყო-ფას, ისე ბუნებრივი გარემოს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. ნაყოფიერება ნიადაგის ხარისხის არსე-ბითი მაჩვენებელია. ნიადაგის ნაყოფიერება ნიადაგთწარმომქმნელი ფაქტორების ბუნებრივი განვითარების შედეგია. ამიტომ, ყოველი ნიადაგისათვის დამახასიათებელია ბუნებრივი ნაყოფიერება. ის განპირობებულია: საკვები ელემენტების პოტენციური მარაგით, ადვილად შესათვისებელი საკვების ფორმებითა და რაოდენობით; ჰუმუსის შემცველობითა და მისი შედგენილობით; ჰუმუსის ჰორიზონტის სიმძლავრით; ნიადაგის მექანიკური შედგენილობით; მიკრობიოლოგიური პროცესის ინტენსივობით; არის რეაქციით; წყლის რეჟიმის თავისებურებით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაშრომში მოცემულია ნოსირში გავრცელებული დეგ-რადირებული ნიადაგის აღდგენის მცდელობა ორგანული სასუქების გამოყენებით, როგორიცაა სი-დერატები: სოიო და ცულისპრა, ასევე ორგანული თხევადი სასუქი „ჯეოჰუმატი“. კვლევებმა აჩვენეს დადებითი შედეგების გამოვლინება აღნიშნული სასუქების გამოყენების შედეგად.