სტატიაში განხილულია ბადრიჯნის კულტურის მოყვანა ვედროებში, რაც საშუალებას იძლევა მცი-რე ნაკვეთი ან აივანიც კი ნაყოფიერ ოაზისად ვაქციოთ. აღებული იყო 2 ჯიში: ჯიში „ვიოლეტ ლუ-ნგა“და „ვიკარი“. დარგვა ვაწარმოეთ პირველ წელს 25 აპრილს, ხოლო მეორე წელს 4 მაისს 10-15 ლიტრიანი ტევადობის ვედროები. პირველი ორი კვირის განმავლობაში ზომიერად ვრწყავდით, შემდეგ დავამონტაჟეთ წვეთოვანი სარწყავი სისტემა, რომლის მეშვეობითაც წყალი პირდაპირ ფეს-ვებს მიეწოდებოდა. ვუზრუნველყოფდით ოპტიმალური ტემპერატურის პირობებს 25-30°C დღე-ღამის განმავლობაში. ყოველ 10 დღეში ერთხელ წყალში ვამატებდით ნაცრის ნაყენს და კალიუმის სულფატს, ასევე 2-3 ჯერ ვკვებავდით ქათმის წუნწუხით. ნიადაგის გაფხვიერებას ვაწარმოებდით 5-6 სმ-ის სიღრმეზე. ვსხლავდით ყოველ მე-10 დღეს. მოსავალი „ვიოლეტ ლუნგა“-მ საშუალოდ 4-5კგ, ხოლო „ვიკარ“- მა 5-6 კგ. მოგვცა ვედროზე. ცდებმა გვიჩვენა, რომ ბადრიჯნის კულტურის ჯიშების „ვიოლეტ ლუნგა“და „ვიკარი“-ს. მოყვანა ვედროში საკმაოდ ეფექტურია და იმ ადამიანებს, ვისაც აქვს სურვილი ამ კულტურის მოყვანის თავისუფლად შეუძლია ეს გააკეთოს მცირე ნაკვეთზე ან აივანზე.