ნაშრომში განხილულია ახალი ტიპის ლუდისა და სასმელების მისაღებად გამოყენებული ფერ-მენტები. სხვადასხვა დაბალნახშირწყლოვანი დიეტების ეფექტურობით მოტივირებული მილიო-ნობით ადამიანი ცდილობს შეზღუდოს ნახშირწყლების მიღება. შედეგად, კვების ინდუსტრია იძუ-ლებულია, შეცვალოს წარმოებული პროდუქტების რეცეპტურები დაბალკალორიულ საკვებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. დაბალნახშირწყლოვანი შეიძლება არ იყოს ჯანსაღი წონის შენარჩუნების ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ მომხმარებელთა ქცევის ამ დრამატულმა ცვლილებამ შეიძლება კვების ინდუსტრიაში შემდგომი, უფრო ღრმა ცვლილებები გამოიწვიოს. მა-ღალკალორიული, შაქრითა და ნაჯერი ცხიმებით მდიდარი საკვების მოხმარების ზრდამ, ფიზიკური აქტივობის შემცირებასთან ერთად, გამოიწვია ჭარბწონიანი მოსახლეობის ზრდა. საუკუნეების განმავლობაში, ფერმენტები უსაფრთხოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა საკვებ პრო-დუქტებში. ფერმენტების ბიოლოგიური მრავალფეროვნება კვების მრეწველობას ფართო შესაძლებლობებს აძლევს. ბიოტექნოლოგიის სამომავლო გამოყენება, სავარაუდოდ, მიმართული იქნება ისეთი ფერმენტების შექმნისკენ, რომლებიც დადებითად აისახება მომხმარებლის ჯან-მრთელობასა და უსაფრთხოებაზე. საკვებისა და სასმელების მწარმოებლები შემდეგში სულ უფრო ხშირად გამოიყენებენ ბიოაქტიურ ფერმენტებს იმ პროდუქტების შესაქმნელად, რომლებიც ხელს შეუწყობენ მსოფლიოში არსებული პრობლემების მოგვარებას.