სტატიში წარმოდგენილია სასტენდო დანადგარზე იმიტირებულ დინამიკურ სისტემაში „პნევმატიკური თვალი - საკიდარი - დარესორებული მასა” მიმდინარე ვერტიკალური რხევების მახასიათებლებზე სატვირთო ავტომობილის პნევმატიკური თვლის სალტის დემპფერების კოეფიციენტის გავლენის შეფასების ექსპერიმენტული და ანალიზური კვლევის შედეგები. აღნიშნული სისტემის მათემატიკური მოდელის შედგენით და მისი ამოხსნით გამოყვანილია დარესორებული მასის ვერტიკალური რხევების ამპლიტუდურ-სიხშირული მახასიათებლის გამოსახულება, რომლის გამოყენებით დადგენილია, რომ დარესორებული მასის რხევაზე სალტის დემპფერების კოეფიციენტის სიდიდის ცვლილების გავლენა მკაფიოდაა გამოხატულია მხოლოდ რეზონანსულ სიხშირეთა დიაპაზონებში, სხვა დანარჩენ შემთხვევაში ეს გავლენა უმნიშვნელოა.