ქანებისა და რელიეფის ფორმირებაში დიდი როლი აქვს ისეთ გეოლოგიურ პროცესს, როგორიცაა გამოფიტვა, რასაც ქანების დაშლა განაპირობებს. იგი ხდება მიწის ზედაპირზე, მასთან ახლო ფენებში და მიმდინარეობს ტემპერატურული რყევის, ყინვის, წყლისა და მიკრო-ორგანიზმების მოქმედებით.
გამოფიტვის შედეგად მიღებულ მასალას, რაც წარმოდგენს ღორღს, ქვიშას, თიხას და სხვა დიდი გამოყენება აქვს სახალხო მეურნეობაში და საერთოდ, ეს პროცესები დიდ გავლე-ნას ახდენენ რელიეფის სახეცვლილებაში.
კერძოდ, ამის ნათელი მაგალითია გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილი ნიადაგის ეროზი-ული პროცესები, რომლებიც ინტენსიურად ვითარდება, რის გამოც ყოველწლიურად იკარგება სახნავ-სათესი ფართობის დიდი ნაწილი.
ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას თან უნდა ახლდეს ამ ნიადაგებში საკვები ელემენტებისა და ჰუმუსის ბალანსის რეგულირება, მინერალური და ორგანული სასუ-ქების გამოყენება. გარდა ამისა ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა კომპლექსში მთავარი მნიშვნელობა აქვს დატერასებას, რის შედეგადაც მცირდება ნიადაგის ჩამორეცხვა, რაც ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნორმალურ განვითარებას და მაღალი მოსავლის მიღებას.