ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სასურსათო ნედლეულისა და პროდუქტების ბუ-ნებრივი ქიმიური ნივთიერებები მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში ახდენენ გავლენას ადა-მიანის ჯანმრთელობაზე და წარმოქმნიან რისკს. მცენარეული პროტეინაზას ინჰიბიტორები, არის ცილოვანი ნივთიერებები, დადგენილია, რომ თესლებში პროტეინაზას ინჰიბიტორების აქტივობის გამოვლენა იწყება მაშინ, როდესაც მშრალი ნივთიერების შემცველობა დაახლოებით 15%–ია. პროტეინაზას ინჰიბიტორებს, რომლებიც ბლოკავს ტრიპსინის მოქმედებას, შეიცავს: ხორბალი, ქერი და კვერცხის ცილა. ყველაზე მაღალი ანტიპროტეინაზული აქტივობა გვხვდება სოიოს თესლებში და კარტოფილის ტუბერებში, მაგრამ პროტეინაზას ინჰიბიტორების სინთეზი შეიძლება გამოწვეული იყოს მცენარის სხვა ნაწილებში ზედაპირის დაზიანებით. ანტიფერმენტები - პროტეინაზების ინჰიბიტორები იწვევენ გარკვეული ფერმენტების ბლოკირებას. კარტოფილის ტუბერებში და სოიოში არსებული ტრიპსინის ინჰიბიტორი - კუნიცა აქტივდება პათოგენების თავდასხმის დროს და შესაძლებელია არ ქონდეს კავშირი ქიმოტრიპსინთან და იცავდეს კარტოფილს, რასაც ადასტურებდა ის რომ, გამოყვეს ტრიპსინის მსგავსი სამი კომპონენტი კუნიცის ინჰიბიტორზე, რომელიც თრგუნავს კუნიცის ინჰიბიტორს, მაგრამ მიუხედავად ამისა კომპლექსი არსებობს, როგორც ტეტრაედულად შეკრული დანამატი, რომელიც ხელს უშლის საჭმლის მომნელებელი ფერმენტის- ქიმოტრიპსინის გააქტივებას, რის შედეგადაც მიღებული საკვების ნაწილი ვერ მუშავდება და ვერც აითვისება.