საქართველოში გავრცელებულ ველურად მზარდ მცენარე მაყვალს (Rubus), რომლის ნაყოფს უნიკალური მნიშვნელობა აქვს წითელი ფერის კვების პროდუქტების საღებავების წარმოებისათვის, გადაშენება ემუქრება. აქედან გამომდინარე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, მაყვლის მცენარის გადარჩენას და მის კულივირებას კვების მრეწველობის საღებავის საექსპორტო პროდუქციის წარმოებისათვის, რომელიც მსოფლიო ბაზარზე დეფიციტს წარმოადგენს.