საქართველოში ტრადიციული მეცხოველეობის დარგის განვითარებას დიდი ტრადიციები და გამოცდილება აქვს. აქ უძველესი დროიდან მოშინაურებული ჰყავდათ ძროხა, თხა, ცხვარი, ცხენი, ფრინველი და სხვა. მეცნიერება გვასწავლის, რომ ცო-ცხალი ოგანიზმი და მისი სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობები ერთ მთლიანო-ბაშია და ცხოველებისა და მცენარეების ცვლილებათა მიზეზი სწორედ მათი სი-ცოცხლის პირობებია. თუ შევცლით ცხოველთა და მცენარეთა სასიცოცხლო პირო-ბებს მათი განვითარების გარკვეულ პერიოდებში, ამით შესაძლებელი გახდება გეგმა-ზომიერად, მიზანმიმართულად შევცვალოთ მათი ბუნებაც.