კვების პროდუქტების არომატიზაცია და ამ პროცესში გამოყენებული არომატიზატორები
მეტად პოპულარულია მოსახლეობაში. სხვადასხვა არომატიზატორებს შორის უფრო მეტად
გამოიყენება მცენარეული ნედლეული, რომლის წარმოება გაცილებით ეკონომიურია და ამას-
თან იგი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარ წყაროს. მცენარეული
ნედლეულიდან შერჩეულია ჩვეულებრივი წყავი, კერძოდ, მისი ცრუყვავილები, რომელთა გამოყენებით
შესაძლებელია მიღებულ იქნას არომატიზირებული ჩაი და გაანგარიშებული იქნას
მისი წარმოების ეკონომიური ეფექტიანობა.