ნიშანდებული ნაერთების გამოყენებით გამოვლენილია პროლინის, არგინინისა და ჰისტიდინის
ნახშირბადატომების შესაძლო როლი სპირტული დუღილის მთავარი პროდუქტების
სინთეზში.
დადგენილია, რომ შესწავლილი ნაერთების ნახშირბადოვანი ჩონჩხი ღვინის შამპანიზაციისას
საფუვრების ცხოველმოქმედების შედეგად რთულ გარდაქმნებს განიცდის, ნაწილობრივ
იჟანგება ნახშირორჟანგამდე და დაბალი ინტენსივობით მონაწილეობს აცეტალდეჰიდის,
ეთანოლისა და ძმარმჟავას ბიოსინთეზში.